ჩვენ გვესმის, თუ რა გამოწვევებისა და სირთულეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ბიზნესი დღევანდელ სწრაფ და მუდმივად განვითარებად იურიდიულ გარემოში. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ, ყოვლისმომცველ კორპორატიულ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც მორგებულია თქვენი ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებზე.
ჩვენი კორპორატიული იურიდიული მომსახურება მოიცავს სფეროების ფართო სპექტრს, მათ შორის:
- ბიზნესის ფორმირება და სტრუქტურირება: ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ბიზნესისთვის ოპტიმალური სამართლებრივი ფორმის შერჩევაში, იქნება ეს სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება,თუ სხვა სამართლებრივი ფორმები. ჩვენ დაგეხმარებით, რათა საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოთ თქვენი ბიზნესი;
- კონტრაქტების შედგენა და მიმოხილვა: ჩვენს გუნდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა ბიზნეს კონტრაქტების შედგენის, განხილვისა და მოლაპარაკებების წარმართვის საკითხებში, მათ შორის კომერციული, შრომითი, სამშენებლო თუ მომსახურების ხელშეკრულებების, წილის ნასყიდობისა თუ სადამფუძნებლო შეთანხმებების, იჯარისა თუ ქირავნობის ხელშეკრულებების ჩათვლით. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ კონტრაქტებით მაქსიმალურად დაცული იყოს თქვენივე ინტერესები და მინიმუმამდე იყოს შემცირებული პოტენციური რისკები;
- შესაბამისობა და მმართველობა: ჩვენ დაგეხმარებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი ბიზნესი მუშაობდეს მოქმედი კანონებისა და რეგულაციების სრული დაცვით. ჩვენ დაგეხმარებით კორპორატიული მმართველობის, შიდა პოლიტიკისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით, რათა შევინარჩუნოთ გამჭვირვალობა და შევამციროთ პოტენციური სამართლებრივი რისკები;
- საკორპორაციო მხარდაჭერა (M&A): თუ თქვენ განიხილავთ საწარმოთა შერწყმას, შესყიდვას ან გაერთიანებას, ჩვენი იურიდიული ექსპერტები შემოგთავაზებენ სტრატეგიულ რჩევებს და დაგეხმარებიან შესაბამისი დოკუმენტების შედგენასა და განხილვაში, დაიცავენ თქვენს ინტერესებს მთელი პროცესის განმავლობაში;
- ინტელექტუალური საკუთრების დაცვა: ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში, მათ შორის სავაჭრო ნიშნების, საავტორო უფლებების, პატენტებისა და კომერციული საიდუმლოებების ჩათვლით. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების რეგისტრაციაში, მათ აღსრულებასა და თქვენთვის ღირებული აქტივების ადეკვატურ დაცვაში.
- დავის გადაწყვეტა: კომერციული დავების შემთხვევაში, ჩვენი კვალიფიციური ადვოკატები უზრუნველყოფენ ეფექტურ წარმომადგენლობას მოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟებსა და სასამართლო პროცესებში. ჩვენ მიზანია დაგეხმაროთ სამართლებრივი დავების ეფექტურად და თქვენივე სასარგებლოდ გადაწყვეტაში, თქვენი ბიზნეს ოპერაციების შეუფერხებლად.
- შრომის კანონმდებლობა: ჩვენი იურიდიული დახმარება მოიცავს შრომითი ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შედგენას, შრომითი რეგულაციების შესახებ რჩევებს, სამუშაო ადგილზე დავების განხილვასა და შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას თქვენი ორგანიზაციის დასაცავად და პროდუქტიული სამუშაო გარემოს გასაუმჯობესებლად.