ჩვენ გთავაზობთ სრულ საბუღალტრო მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც ოპერაციულ, ასევე ფინანსურ საქმიანობას თქვენი კომპანიისთვის. თქვენი მონაცემების დამუშავებისას ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებს, უზრუნველვყოფთ თქვენი დოკუმენტების ზუსტად შევსებას. გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი უნიკალური საკანონმდებლო ჩარჩო, ჩვენ დოკუმენტების დამუშავების მთლიან პროცესს საქართველოს კანონმდებლობის სპეციფიკის გათვალისწინებით წარვმართავთ.
ჩვენი მომსახურება მოიცავს საგადასახადო დეკლარაციისა და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადებას საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებში წარსადგენად. სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობა მოითხოვს ყურადღებასა და სიზუსტეს დოკუმენტების დამუშავების, წარდგენის ვადების დაცვისას და სხვა. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ მზად ვართ მოვაგვაროთ თქვენი სახელით სახელმწიფო მოხელეებთან კომუნიკაციისა და პროცესში ჩართულობის ყველა ასპექტი, მათ შორის, ფინანსურ საკითხებსა და გადასახადებთან დაკავშირებით.
საბუღალტრო მომსახურება მოიცავს:
- თქვენი ყოველთვიური შეტანის მოთხოვნების დამუშავება;
- საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები;
- შპს-ის საგადასახადო დეკლარაციები (კორპორატიული გადასახადი/დივიდენდები);
- თქვენი საბანკო ანგარიშის მონიტორინგი ნებისმიერი დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების ან პოტენციურ პრობლემებთან დაკავშირებით;
- თქვენი საგადასახადო ბარათის წარდგენა და მისი განახლება;
- შემოსავლების სამსახურის მიერ ნებისმიერი შეტყობინებისა და მოთხოვნის დამუშავება. კომპლექსური ამოცანებისთვის შესაძლოა დაწესდეს საფასური;
- არსებობს მთელი რიგი სავალდებულო ფინანსური ანგარიშგება, რომელსაც ჩვენ მოვამზადებთ თქვენი კომპანიისთვის. მომზადებისას კი, დავეყრდნობით საქართველოს საგადასახადო კოდექსს;
- საჭირო ვალუტაში საბანკო გადარიცხვების განხორციელების პროცესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას, ჩვენ გაგიწევთ დახმარებას ყველა ეტაპზე;
- ჩვენ თვალს ვადევნებთ და მყისიერად ვეხმაურებით ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და საკანონმდებლო ცვლილებებს.