საგადახდო მომსახურების პროვაიდერი – ასევე ცნობილი როგორც PSP– არის იურიდიული პირი, რომელიც უწევს საგადახდო მომსახურებას მომხმარებელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
საქართველოში საგადახდო სერვისების გაწევის უფლება აქვთ შემდეგ კერძო კომპანიებს:
- კომერციული ბანკები;
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციები;
- საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული საგადახდო პროვაიდერები (არასაბანკო).
საქართველოს საგადახდო სისტემა ქვეყნის შიდა ეკონომიკისა და ფინანსური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც წარმოადგენს ფუნდამენტსუსაფრთხო და საიმედო ფინანსური ანგარიშსწორებისთვის. გადახდისა და ანგარიშსწორების სისტემები მოიცავს როგორც საბითუმო, ისე საცალო გადახდის სისტემებს, ცენტრალურ დეპოზიტარსა და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემებს.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
- სარეგისტრაციო განაცხადის მომზადება საქართველოს ეროვნულ ბანკში წარსადგენად და რეგისტრაციის პროცესში კომპანიის უწყვეტი სამართლებრივი მხარდაჭერა;
- AML-ის შესაბამისად დოკუმენტაციის მომზადება;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების მომზადება.