საგადასახადო კონსულტაცია და ოპტიმიზაცია

ჩვენი გამოცდილი საგადასახადო ექსპერტების გუნდი ეხმარება ნებისმიერ ფიზიკურ პირს და ბიზნესს საგადასახადო საკითხების გარკვევაში. ტექლოუ საქართველოს გუნდი მუდმივად საქმის კურსშია საგადასახადო კოდექსში შესული უახლესი ცვლილებების შესახებ.

ჩვენი საგადასახადო საკონსულტაციო მომსახურებით, გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, პერსონალიზებულ სტრატეგიებს საგადასახადო პოზიციის ოპტიმიზაციისთვის. იმის მიუხედავად, ხართ თუ არა მცირე ბიზნესის მფლობელი, ფრილანსერი ან ინდივიდუალური გადასახადის გადამხდელი, ჩვენ შევიმუშავებთ გეგმას, რომელიც მორგებული იქნება თქვენს მიზნებთან.

ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ თქვენი ფინანსური ანგარიშები, განვსაზღვროთ საგადასახადო ოპტიმიზაციის პოტენციური სფეროები და მოგაწოდოთ მკაფიო რეკომენდაციები, რათა დაგეხმაროთ საგადასახადო ვალდებულებების მინიმუმამდე შემცირებაში.

დაგვიკავშირდით

შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.