სახელმწიფო/საჯარო შესყიდვები

Techlaw Georgia-ში ჩვენ გთავაზობთ სრულყოფილ სამართლებრივ მხარდაჭერას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას. ჩვენი მომსახურება მოიცავს სატენდერო შეთავაზებიდან ხელშეკრულების დადებამდე პროცესის მხარდაჭერას. ჩვენი გამოცდილი იურისტები უზრუნველყოფენ როგორც შემსყიდველ ორგანიზაციებთან, ისე დავების განმხილველ საბჭოში თუ სასამართლოში თქვენს წარმომადგენლობას. ჩვენი გუნდის მხარდაჭერით თქვენი ბიზნესი შეძლებს უხარვეზო სატენდერო წინადადებების წარდგენას, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ ტენდერში გამარჯვების შანსები. თქვენთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი ჩვენი ჩართულობით უზრუნველვყოფთ თქვენთვის ყველა სამართლებრივი მექანიზმის ოპტიმალურად გამოყენებას, რათა დაცულ იქნას თქვენი სამეწარმეო ინტერესები.

ჩვენი მომსახურება ასევე მოიცავს კონსულტაციებს საჯარო შესყიდვების სრულიად ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება და მთლიანად ჩაანაცვლებს დღეს მოქმედ სახელმწიფო შესყიდვებს.

დაგვიკავშირდით

შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.