პროფესიონალი იურისტებით დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი მზად არის გაგიწიოთ კომპლექსური სამართლებრივი მხარდაჭერა სამშენებლო სამართლის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი მომსახურება მოიცავს და არ შემოიფარგლება კონსულტაციებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მიღების, მშენებლობის ნებართვის აღებასა და მასთან დაკავშირებული საქმისწარმოების მიზნით. ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი სახელით მობინადრეებთან შესაბამისი წინარე ნასყიდობის თუ ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების გაფორმებას, სადაც მაქსიმალურად იქნება დაცული თქვენი სამეწარმეო ინტერესები და გაგიწევთ კომპლექსურ იურიდიულ მხარდაჭერას მშენებლობის პროცესში უწყვეტად.