ვირტუალური ზონის (IT) კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში

მას შემდეგ, რაც ქართულ ვირტუალურ ზონას მიენიჭა აღნიშნული სტატუსი, კომპანია სრულად არის გათავისუფლებული დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადისგან.

ვირტუალური ზონის სქემის მიხედვით, კომპანიას ეკისრება მხოლოდ 5%-იანი გადასახადი განაწილებულ დივიდენდებზე, ხოლო საშემოსავლო გადასახადი ვრცელდება, მხოლოდ, ხელფასის გაცემის შემთხვევაში.

აღნიშნული საგადასახადო ჩარჩო წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას IT პროდუქტების დეველოპერებისთვის, რომლებიც თანამშრომლობენ საერთაშორისო კლიენტებსა და მომხმარებლებთან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უფრო მეტიც, IT კომპანიის საქართველოში რეგისტრაცია არ საჭიროებს რაიმე სახის ნებართვას ან ლიცენზიას საქმიანობის დასაწყებად.

კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე გულისხმობს ადმინისტრაციული ხარჯების გაწევას, როგორიც არის საოფისე ფართის დაქირავება, სადაც კომპანიის თანამშრომლები მუშაობენ, ან სპეციალისტების დასაქმება, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები.

რეგისტრაციისა და სტატუსის მიღების პროცედურები:

  • შპს-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში;
  • შპს-ის გადამხდელად რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში;
  • ვირტუალური ზონის სტატუსის მისაღებად განაცხადის შეტანა ფინანსთა სამინისტროში;
  • სერტიფიკატის აღება და შემოსავლების სამსახურში წარდგენა;

ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • დოკუმენტაციის მომზადება (მინდობილობა, წესდება და სხვა);
  • იურიდიული მისამართის განსაზღვრა;
  • კომპანიის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში;
  • კომპანიის გადამხდელად რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში;
  • ვირტუალური ზონის სერთიფიკატზე განაცხადის წარდგენა;
  • სხვა სახის იურიდიული მხარდაჭერა.

დაგვიკავშირდით

შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.